Posts

ბლოგის შექმნის ისტორია

- მოგეხსენებათ, ქართული ინტერნეტსივრცის მთავარი პრობლემა მასში არსებული ინფორმაციის სიმცირეში მდგომარეობს. - გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც განათლების სისტემას მოუწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა, მსგავსად სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აქტიურად დაიწყო საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. სიტუაციიდან გამომდინარე, კადეტებს უწევდათ პრეზენტაციების შექმნა და დავალებების ონლაინ მათი სახით წარდგენა. სამთვიანი სწავლების პერიოდში დაგროვდა იმდენად დიდი მასალა, რომ კადეტებს გაუჩნდათ სურვილი, ამ პროექტის საშუალებით ნაწილობრივ მაინც შეევსოთ სამეცნიერო ინფორმაციის დანაკლისი. იდეის წარმოშობის საწყის ეტაპზე, როდესაც კადეტებმა გააჟღერეს თავიანთი ინიციატივა, პირველი, ვინც მათ მხარდაჭერა გამოუცხადა, იყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგი, ფიზიკოსი თეა ქუთათელაძე. მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, რომ პროექტში ჩართულ მასწავლებელთა და მოსწავლეთა რიცხვი გაზრდილიყო. ონლაინ სწავლების დრ...
Recent posts