- მოგეხსენებათ, ქართული ინტერნეტსივრცის მთავარი პრობლემა მასში არსებული ინფორმაციის სიმცირეში მდგომარეობს. -
გლობალური პანდემიის პირობებში, მაშინ, როდესაც განათლების სისტემას მოუწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა, მსგავსად სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აქტიურად დაიწყო საგაკვეთილო პროცესში ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება. სიტუაციიდან გამომდინარე, კადეტებს უწევდათ პრეზენტაციების შექმნა და დავალებების ონლაინ მათი სახით წარდგენა.
სამთვიანი სწავლების პერიოდში დაგროვდა იმდენად დიდი მასალა, რომ კადეტებს გაუჩნდათ სურვილი, ამ პროექტის საშუალებით ნაწილობრივ მაინც შეევსოთ სამეცნიერო ინფორმაციის დანაკლისი.
იდეის წარმოშობის საწყის ეტაპზე, როდესაც კადეტებმა გააჟღერეს თავიანთი ინიციატივა, პირველი, ვინც მათ მხარდაჭერა გამოუცხადა, იყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგი, ფიზიკოსი თეა ქუთათელაძე. მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, რომ პროექტში ჩართულ მასწავლებელთა და მოსწავლეთა რიცხვი გაზრდილიყო.
ონლაინ სწავლების დროს კადეტები წააწყდნენ მშობლიურ ენაზე ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემას, რამაც აიძულა ისინი, უცხოური წყაროებიდან ეთარგმნათ ინფორმაცია (ეს უკანასკნელი კი ხაზს უსვამს კადეტების უცხო ენის ცოდნის მაღლ დონეს,რაც განპირობებულია ლიცეუმში მომუშავე მაღალკვალიფიციური კადრების დაუღალავი შრომით).
თუმცა, არასწორი იქნება იმის თქმაც, რომ კადეტებმა მხოლოდ უცხოური წყაროებიდან მოიძიეს და არ გამოუყენებიათ ქართულ ინტერნეტ სივრცეში უკვე არსებული ინფორმაცია. სწორად ამაში მდგომარეობს ბლოგის სპეციფიკაც:იგი აერთიანებს, თავს უყრის და მრავალფეროვანს ხდის ძირითად მასალას, რომელიც დაეხმარება საშუალო საფეხურზე მომუშავე პედაგოგსაც და მოსწავლესაც საგაკვეთილო პროცესის სრულყოფაში.
-კადეტების მიერ შექმნილი ბლოგი ქართულ ინტერნეტ სივრეში არის უკონკურენტო, რამეთუ როგორც ონლაინ სწავლებამ აჩვენა, არ არსებობს რაიმე მსგავსი საშუალება, რითაც შესაძლებელი იქნება ამ ოდენობის ინფორმაციაზე წვდომა.-

Comments
Post a Comment